უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
კომენტარი
მათე დევიძე იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო, ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები, მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ - სალომე ზურაბიშვილი
სამარცხვინო დღე საქართველოსთვის! - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 21 წლის აქტივისტისთვის გამოტანილ განაჩენს.
"ამის ფასს აუცილებლად გადაიხდით" - ეუბნება სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც მისი შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
“დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის! იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქადაგება, სამივეს შეურაცხყოფა არის...
ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აყენებენ. რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას, ან არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს.
ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის სახელმწიფო აღარ არის. ყველა გადაიხდის ამის ფასს - ხვალ, ზეგ. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას: ის მოსამართლე, პროკურორი, რომელიც იქ ზის. არ ვიცი, რას ფიქრობენ.
მე ვიცი, რა მომავალი ექნება მათე დევიძეს - ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში, ჩვენ მას არ დავივიწყებთ - ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო. ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ.
ეს არ არის სასამართლო! იმედი მაქვს, რომ შემდეგ საფეხურებზე წავლენ და საქმე სტრასბურგში გადაინაცვლებს" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმ მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო საბოლოო სასჯელს გამოექვითება.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
საკვანძო სიტყვები:
კახა კალაძე ჟურნალისტს - 2011 წელს, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მანდ დაგამთავრათ ყველანი, მანდ დამთავრდა თქვენი ბოგინი ამ ქვეყანაში
23 თებერვალი, 2026 , 16:01
ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
23 თებერვალი, 2026 , 13:12
პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე
20 თებერვალი, 2026 , 17:03
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 19:03
პრემიერი გახარიას პარტიაზე: ინტელექტუალური რესურსი - ნული, ყველანაირი რესურსი - ნული, ლიდერი თავს აფარებს გერმანიას იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა
19 თებერვალი, 2026 , 18:48
არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებას, როგორიც არის თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:41




