საზოგადოება
მათემატიკის გამოცდაში აბიტურიენტების დაახლოებით 20%-მა მინიმალური ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო
პირველადი შედეგებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში აბიტურიენტების 94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს სამი საგნის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ქართულის გარდა, ასევე გამოქვეყნდა გეოგრაფიისა და მათემატიკის შედეგები.
ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო მათემატიკის ჩაბარება გაუმარტივდათ და დაახლოებით 80%-მა მინიმალური ზღვარის გადალახვა შეძლო, თითქმის 90%-მა გადალახა გეოგრაფია.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც შეიძლება აპელაციის პროცესის შემდეგ შეიცვალოს.
„დღეს გამოქვეყნდა ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები, ასევე გეოგრაფიასა და მათემატიკა. ქართულში წინა წლის შედეგების მსგავსი შედეგია, მეტნაკლებად გეოგრაფიაშიც, რაც შეეხებათ მათემატიკაში, წელს ჩვენს აბიტურიენტებს უფრო გაუიოლდათ მათემატიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. საერთო ჯამში წერდა 35 000-ზე ცოტა მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, აქედან დაახლოებით 6%-მა, ოდნავ მეტმა ვერ დაძლია ზღვარი. უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან წინ გველოდება სააპელაციო პროცესი, ქულათა გათანაბრების პროცესი, რადგან რამდენიმე ვარიანტი იყო ამ საგნებში, ამიტომ ეს შედეგი ალბათ ცოტა შეიცვლება, აპელაციის შემდეგ სტატისტიკური ანალიზიც გაკეთდება. შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიაში დაახლოებით 90%-მა, მათემატიკაში გადალახა თითქმის 80%-მა პროცენტმა, რაც წინა წლებთან შედარებით ანალოგიური არის, მათემატიკაში პირიქით მეტმა გადალახა”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. უკვე ორშაბათიდან კი დაიწყება არჩევითი საგნების შედეგების გამოცხადება.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

