უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


მაუწყებლობის შესახებ კანონში მოცემული არის სტანდარტები, რომ საინფორმაციო გამოშვების დროს ფაქტი უნდა იყოს და არა შეფასება - შალვა პაპუაშვილი
მაუწყებლობის შესახებ კანონში მოცემულია სტანდარტები, რომ საინფორმაციო გამოშვების დროს ფაქტი უნდა იყოს და არა შეფასება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„2025 წელს მივიღეთ რეგულაციის სახით. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიღებულია 2009 წლის 9 მარტს, რომელიც არის, მათ შორის კანონის ნაწილი და ეს სტანდარტი მოქმედებს 16 წელია. ეს სტანდარტი აქამდე, 2009 წლიდან 2025 წლის ჩათვლით, 16 წელი იყო. იყო სტანდარტი და 16 წელია, ყველა შეთანხმებულია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში უნდა იყოს წარმოდგენილი ფაქტები და არა შეფასებები, რომ არ უნდა იყოს მაგალითად, უშვერი სიტყვების გამოყენება და ა.შ. 16 წელია, ამ სტანდარტზე თანხმდება ყველა და ერთადერთი ცვლილება მოხდა კანონში – აქამდე თუ ეს მინდობილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა ეთიკის ჯგუფზე, რომელიც არსებობს, თუ სხვა ტელევიზიის შიდა რეგულაციას, ჩვენ ვთქვით, რომ ვინაიდან არ მუშაობდა შიდა რეგულაცია, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ განიხილოს ეს საკითხები, მეტი არაფერი. სტანდარტში არაფერი არ შეცვლილა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, „სცდება თუ არა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ხომ არ ხდება ამ ყველაფრის შეზღუდვა და ხომ არ ზღუდავს ხელისუფლება თავისუფალ მედიას, რადგან ტერმინების დონეზე დავა და საჩივრები გაიგზავნა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში კონკრეტულ ტელეარხებთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლება ასაჩივრებს იმ ტერმინებს, რომლებიც მისთვის არის მიუღებელი, რაც მედიასაშუალებებმა სარედაქციო პოლიტიკაში, ტელევიზიების საქმიანობაში ხელისუფლების პირდაპირ ჩარევად აღიქვეს“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს არსებული სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით.
„ჯერ ის ვთქვათ, რა პრეტენზიებიც ჩვენ გვაქვს, არის თუ არა სტანდარტის დარღვევა? ხომ სტანდარტის დარღვევაა, როდესაც მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებაში ამბობ არა ფაქტებს, არამედ შეფასებას? მაგალითად, არალეგიტიმური პარლამენტი, თვითგამოცხადებული პარლამენტი, ეს ხომ შეფასებაა და არა ფაქტი? ფაქტი ხომ არის, რომ პარლამენტი ლეგიტიმურიც არის და კანონებსაც იღებს? ეს არის ფაქტი და შეფასებაა, რომ ვიღაცას ასეთი მოსაზრება აქვს, არ მოსწონს და არ აღიარებს. ეს ხომ არის სტანდარტის დარღვევა? რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ „მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ ეს ტერმინები არ არღვევს კრიტიკული და საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტანდარტებს“, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ბუნებრივია, ისინი არ იტყოდნენ, რომ სტანდარტებს არღვევენ.
„აბა, რას იტყოდნენ, ვარღვევთო ხომ არ იტყოდნენ? დახარჯულია მილიონები, ევროკავშირის და ამერიკული ფული, რომ ეს სტანდარტები აეხსნათ და ტრენინგები ჩაეტარებინათ. სწორი თქვა აშშ-მა, რომ მილიონები, რომლებიც დაიხარჯა, არის თაღლითობაში გადაყრილი ფული. აღმოჩნდა, რომ მართლა თაღლითობაში დახარჯული ფულია, რადგან განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ერთია, რომ არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური, საუბარია არა საინფორმაციო გამოშვებაზე, არამედ საუბრობს საგამოძიებოზე და ასე შემდეგ, ვირეშმაკობენ, მეორე მხრივ კი, საინტერესოა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ აწერს რატომღაც ხელს და სწორსაც აკეთებს, რომ არ აწერს, რადგან თავად, თვითრეგულაციით მილიონი ასეთი საქმე აქვთ განხილული, სადაც ფაქტების დამახინჯების გამო გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, ახლა როგორღა მოაწერდა ამას ხელს? ხელი რომ მოეწერათ, ეს იქნებოდა საკუთარი რეპუტაციის ბოლომდე დამარხვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ხელს აწერს, ავრცელებენ დეზინფორმაციას.
„ეს განცხადება არის კლასიკური დეზინფორმაცია-პროპაგანდა. ამათი დამფინანსებელი არის ევროკავშირი ისევ, ამერიკელები არ აფინანსებენ და აფინანსებს ევროკავშირი, ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყანა. ახლა ამას რომ ხედავს ევროკავშირის ელჩი, ან იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც მათ აფინანსებს, შვედეთი, თუ ასე შემდეგ, ეს განცხადება არის წმინდა წყლის დეზინფორმაციული პროპაგანდა და ამაზე რომ არაფერს არ აკეთებს, სინამდვილეში, ის ხომ განზრახ აფინანსებს პროპაგანდას სხვა ქვეყანაში? ახლა იქნებ ვინმემ ამიხსნას, თუ პროპაგანდა ევროპულია, რა არის მაშინ ევროპული ღირებულება და რა არ არის?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25