პოლიტიკა

მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი - ლევან ხაბეიშვილი
მდინარაძე კალაძეზეც არის ამბის მიმტანი, „შპიონია“ კალაძის ენით რომ ვთქვათ - მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ არ აკეთებს, იმიტომ, რომ არსებობს ეჭვი - ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ,ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძე არის ის მთავარი პირი, „ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის რამდენი აქვს მოსატანი“.
“მდინარაძე არის ივანიშვილის „შავი კასის“ მთავარი ხელმძღვანელი. მან უნდა მიუტანოს “ქეში” ივანიშვილს, ერთგულება უნდა იყიდოს ივანიშვილთან „შავი ფულით“ და ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის, რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც ის არის ამბის მიმტანი, “შპიონია” კალაძის ენით რომ ვთქვათ. მერობა უნდა ამ კაცს გულის სიღრმეში, შს მინისტრობაც შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა. მდინარაძის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით დადიან ქალაქში, დედაქალაქშიც, ბათუმშიც განიხილება ეს თემები ყოველდღიურად. მისი მეგობარი მოკლეს ფაქტობრივად და ერთი კომენტარიც გინახავთ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, სად არის ათი დღეა, რომ არ გამოჩენილა. ან პოსტი დაეწერა ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით, ან კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ რატომ არ აკეთებს? იმიტომ , რომ არსებობს ეჭვი, ის საერთოდაც ესწრებოდა ე.წ “რაზბორკას” და ისიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მისი “პადელნიკი” ბიზნესმენების “დაკაჩავებისთვის” არის გოჩა ენუქიძე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25