უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

9 ივნისი, 2018 12:35
font-size

მდუმარე პროტესტი - ჰააგაში რუსეთის საკონსულოსთან მალაიზიური ბოინგის დაღუპულ მგზავრთა ხსოვნისთვის 298 თეთრი სკამი დადგეს

ჰააგაში რუსეთის საკონსულოსთან დონბასში ჩამოვარდნილი მალაიზიური ბოინგის მგზავრთა ოჯახებმა „მდუმარე პროტესტი“ გამართეს. რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სიმბოლურად 298 თეთრი სკამი და წითელი ვარდი მიიტანეს.

აქციის მონაწილეების მიმართვაში წერია, რომ 12 ივნისს რუსეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, თუმცა დასძინეს, რომ საზეიმო არაფერია, რადგან რუსეთი არ აღიარებს საყოველთაო ღირებულებებს.

24 მაისს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ჰოლანდიის ხელმძღვანელობით 5 ქვეყანას აერთიანებს, მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგი-777 რუსეთის შეიარაღებული ძალების კურსკის 53-ე ბრიგადის მიერ კუთვნილი „БУК“-ის დანადგარის რაკეტით ჩამოაგდეს.

მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსი სეპარატიოსტების მიერ დაკავებულ დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ავიაკატასტროფის შედეგად ლაინერში მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა. ბოინგი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა.

მოგვიანებით ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულეს დონეცკის ოლქში მალაიზიური ბოინგ-777-ის ჩამოგდებაში.

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა

10 ოქტომბერი, 2025 , 14:42

მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლე

დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას - დონალდ ტრამპი

9 ოქტომბერი, 2025 , 08:55

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია, რომელიც, მისი თქმით, ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანა