პოლიტიკა
მე 6 წელი ვეძებ სამართალს, დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ - ბარბარე რაფალიანცის დედა
თბილისის პარლამენტთან მიდმინარე აქციაზე სახელწოდებით #ნუმოკლავ 6 წლის წინ დაღუპული ბარბარე რაფალიანცის დედა, თათია მექერიშვილი სიტყვით გამოვიდა. მან სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს.
მექერიშვილის განცხადებით, ის ამაოდ ეძებს სამართლის აღსრულებას, ხოლო მისი შვილის საქმე თაროზეა შემოდებული.
„მალხაზსა და ზაზას ვუცხადებ სოლიდარობას. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც 2012 წლის 30 სექტემბერს სასტიკად მოკლეს. მე 6 წელი ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში . დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ. ჩვენი საქმეები თაროებზეა და სულ აღარ აინტერესებთ, ამიტომ მოდით, ძმებო, დებო, ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით და გამოვიძიოთ, რადგანაც ეს ძალიან დიდი უსამართლობაა. მე კიდე მყავს შვილები და არ მინდა, ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, რომ დილით რომ გავლენ ჩემი შვილები, დაბრუნდებიან თუ არა უკან. ამიტომ აღმოვკვეთოთ ეს სასტიკი რეჟიმი და წავიდნენ აქედან“, -განაცხადა ბარბარე რაფალიანცის დედამ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი ხდება. 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს.
ამჟამად თბილისის პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია ლოზუნგით #ნუმოკლავ.
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


