უკან

პოლიტიკა

9 აგვისტო, 2018 11:55
font-size

მე ამ განცხადებებით შეურაცხყოფილი ვარ - ვახტანგ გზირიშვილის დედა

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის დედის, მარინა გზირიშვილის თქმით, მისთვის შეურაცხმყოფელია ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

„მე პოლიტიკიდან შორს ვარ, მაგრამ არ მომწონს მათი ლოგიკა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ვისთან დაიწყო ომი საქართველომ, თავის მიწაზე?! მე ამ განცხადებებით შეურაცხყოფილი ვარ. ვინ შემოვიდა ჩვენს მიწაზე, ვინ შემოიყვანა იმდენი ტანკი, როგორ დაიწყო საქართველომ ომი, ხალხო?!“, - განაცხადა მარინა გზირიშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისი თქმით, მისმა ვაჟმა სკოლის დამთავრების შემდეგ თავად გადაწყვიტა შეიარაღებულ ძალებში შესულიყო.

„აგვისტოს ომი, აგერ, 10 წელია, რაც მოხდა და რაც ჩემი ვახტანგი აღარ მყავს. ათი წელი გავიდა, მაგრამ მე 13 წელია ჩემი ვახტანგი არ მინახავს, რადგან სამუშაოდ უცხოეთში ვიყავი წასული. ვახომ თავისით გადაწყვიტა, სკოლის დამთავრების შემდეგ შესულიყო შეიარაღებულ ძალებში. ვახოს სიტყვები იყო, დედა, შენ ნუ გეშინია, შენ ჩემით იამაყებო”, - აღნიშნა მარინა გზირიშვილმა.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 20 წლის ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ