უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
საზოგადოება
მე ჩემი ქვეყნის კაცი ვარ და მისი ბედი მაინტერესებს, და არა რომელიმე პარტიის, ან ხიხო რამდენ მილიონს იშვის წელს - ცოტნე გამსახურდია
და სწორედ იმ მთავარი მიზეზის გამო შემოვხაზავ ვაშაძეს მეორე ტურში, რომ ამ პარაზიტებს ადგილი მივუჩინო და ტოტალური ძალაუფლება აღარ ჰქონდეთ. თორემ უფლებებწართმეული პრეზიდენტი რომ აპოკალიფსს ვერ მოიყვანს ძაანაც რომ უნდოდეს, ეგ დღეს ბავშვსაც ესმის, - წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.
”ახლა კარგად მომისმინეთ:
არასდროს შეგნებული ცხოვრების მანძილზე საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე არ მიმიღია გადაწყვეტილება “შკურნი” ინტერესით. რა თქმა უნდა, შევმცდარვარ, მიმიღია ემოციური გადაწყეტილება, და ასე შემდეგ, მაგრამ არასდროს, არსად მითქვამს სიტყვა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობას, ჩემს გამდიდრებას, ჩემს პატარა მიზნებს სჭირდებოდა ასე.
გამოდის დღეს ხიხოზე ჩამოკონწიალებული ბიოლოგიური ნაგავი და ყვირის: აი, ლუსტრაცია მოხდა! აი, ყველა გაიშიფრა! აი, ესენი ნაციონალების ხალხი ყოფილა…
არა, ბიდლო! მე ჩემი ქვეყნის კაცი ვარ და მისი ბედი მაინტერესებს, და არა რომელიმე პარტიის, ან ხიხო რამდენ მილიონს იშოვის წელს. და ზუსტად იგივე პოზიცია მექნებოდა, როგორიც მაქვს დღეს, ანუ ოპოზიციური, ნაციონალური მოძრაობა რომ იყოს დღეს მონოპოლიურად ხელისუფლებაში! არ ჭირდება მაგას ბევრი ძებნა, რას ვწერდი და რას ვამბობდი მაშინ, როდესაც ნაციონალები ასე იყვნენ კიდეც. სად იყო მაშინ ეს ბიდლო – ცნობილია, სუფრასთან არ ითქმის.
სასაცილოა, როდესაც ვინმეზე მიყიდვაში ადანაშაულებს სხვას ის, ვინც ბიძინეს ფულის გულისთვის მამას, ქმარს, ოჯახის წევრებს უარყოფს. ვინც ბიძინეს ქონების ამბები საკუთარ ჯიბეში მოჩხრიალე კაპიკებზე მეტად იცის.
და სწორედ იმ მთავარი მიზეზის გამო შემოვხაზავ ვაშაძეს მეორე ტურში, რომ ამ პარაზიტებს ადგილი მივუჩინო და ტოტალური ძალაუფლება აღარ ჰქონდეთ. თორემ უფლებებწართმეული პრეზიდენტი რომ აპოკალიფსს ვერ მოიყვანს ძაანაც რომ უნდოდეს, ეგ დღეს ბავშვსაც ესმის. რაც შეეხება ვიღაცების შეწყალებას, რომელნიც ისედაც გამოვლენ ორიოდე წელში ციხიდან, მე მათი მაშინაც არ მეშინოდა, როცა მინისტრები იყვნენ, და ახლა – მით უმეტეს…” - დაწერა ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში.