უკან

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2018 09:00
font-size

მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები... მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად - სალომე ზურაბიშვილი

„მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები“,-ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორიც ვარ. მე არაფერ სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე. ჩემი ხასიათით ვის მოსწონს და ვის არა. ჩემი შეცდომებითა თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით.

მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორიც არის, ისეთი არის, თუმცა მე ჩემს თავზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა, აქედან მივმართო იმ ახალგარზდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ. თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით. იმიტომ, რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები.

მოვდივარ იმისთვის, რომ არავის არ მოუწიოს ქვეყნიდან წასვლა და აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიყვანო რუსეთის ჯარები, მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ, რომ ტყუილი და სიძულვილი ყველას ამოუვიდა ყელში“, -თქვა ზურაბიშვილმა.

ქუთაისში ზურაბიშვილს რამდენიმე მოქალაქე საპროტესტო აქციით შეხვდა. შეკრებილებმა გააპროტესტეს ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მათ პლაკატებიც მიიტანეს წარწერებით: „ნუ შეურაცხყოფ გმირებს“, „სალომე ვოვას ფავორიტი“. პროტესტის გამო ზურაბიშვილს დარბაზში შესვლა უკანა კარიდან მოუწია.

ქუთაისში ზურაბიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალში მცხოვრები „ჩვენი მოსახლეობა“.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა