პოლიტიკა
მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციის „ქალები სამართლიანობისთვის“ შეხვედრაზე შეკრებილებს.
მისი თქმით, საქართველო არ არის ტიპური აზიური ქვეყანა, სადაც ქალები დაჩაგრულები არიან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი ძლიერი ქალია, თუმცა ისინი პოლიტიკაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი.
„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის კამპანია, რაც დღეს ყველამ ერთად გავიარეთ, შეიძლება იყოს ერთგვარად იმის ახსნა, რატომ არ არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში ისე, როგორც უნდა იყვნენ. განვლილ რამდენიმე კვირაზე რომ დავფიქრდი, მივედი დასკვნამდე – მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი. ან ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის, კვირის შემდეგ ჩავთვლიდი, რომ ეს ალბათ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთია. შეიძლება, ვერ გამებედა, რადგან ამ ქვეყანაში ბიჭი რომ გეზრდება, როცა იმას ისმენს, რასაც ამბობდნენ ამ პერიოდში, ალბათ ძალიან ძნელია ქალისთვის, რომ ამას გაუძლოს. მაგრამ ამავე დროს, ვარ ძალიან დიდი იმედით. ჯერ ერთი, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი შვილი ჩამოვიდა და ჩემთან ერთად ბრძოლას აპირებს, ეს ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალი პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე იქნება ვალდებული.
„სწორად ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ ისე, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მივუახლოვოთ იმ იდეალს, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალი ევროპული, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი საქართველო. ეს არის ყველა ის დარგი და ფუნქცია, რომელიც პრეზიდენტს ეკისრება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. პრეზიდენტს აქვს ძალიან ბერი საქმე, თუ სერიოზულად მიიღებს მას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.
მინდა, რომ საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, სამართლიანი და ქართული საზოგადოება. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქნება. განათლება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს მასწავლებლებისა და პედაგოგების პატივისცემას. ის ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ, იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

