საზოგადოება


მე თვითონ უნდა მევლო, ალბათ, რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში ჩართული ადამიანების რიცხვი მცირეა.
სერგეენკომ განმარტა, რომ სავარაუდოდ, ამ პროგრამის ბენეფიციართა ზრდას აფერხებს ბიუროკრატიული ბარიერები და არაეფექტური საინფორმაციო კამპანია.
„4 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე, რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე.
მისივე თქმით, მედიკამენტების პროგრამის პირველი ეტაპი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველებზე.
საკომიტეტო განხილვაზე ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა ჯანდაცვის მინისტრს, რომ დაგეგმილი 150 000-200 000 ადამიანის მაგივრად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამით ისარგებლა მხოლოდ 13 000 -მა პირმა.
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00