უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა
მე ვიწყებ საქართელოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას - შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს.
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს არჩევნები იყოს უკანასკნელი ბანკირ-ოლიგარქებისთვის.
ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას და ვაცხადებ, ჩემი ქვეყნის და მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას.
მე მზად ვარ, დავასრულო ბანკირ-ოლიგარქიული რეჟიმი, განვდევნო ისინი პოლიტიკიდან. მე მზად ვარ, დავუბრინო ხალხს დაკარგული დემოკრატია, კანონიერება, სამართლიანობა, თანასწორობა.
მე მზად ვარ, მოვუტანო უმუშევარს სამსახური, პენსიონერს ღირსეული პენსია, ახალგაზრდას განათლება, ავადმყოფს წამალი და მზად ვარ, ეს ფურცელი ისე გადავშალოთ და მოვიცილოთ ჩვენი ისტორიიდან, როგორც ეს ჩვენს დიდ წინაპრებს არაერთხელ გაუკეთებია.
ჩვენ გველოდება ძალიან დიდი და სერიოზული ბრძოლა. ყაჩაღები, მძარცველები, ბანკირები, წურბელები არაფერს ნებით არ დათმობენ. მათ ისევ ვერცხლის იმედი აქვთ. ისევ ფიქრობენ, რომ მოისყიდიან ხალხს და ამ გზით გააგრძელებენ მათ ყვლეფას.
აი აქ, ვართ იმ ხალხის, იმ პარტიის, იმ საზოგადოების წარმომადგენლები, რომელიც ვერანაირი ფულით ვერ იყიდეს და ვიმეორებ, ჩვენ გავმრავლდებით, ჩვენ გავიზრდებით და წავლეკავთ ამ რეჟიმს ერთხელ და სამუდამოდ“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

