უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2017 13:50
font-size

მერიამ ნაზღაიძის ოჯახს დაახლოებით 2,5-3 მილიონის ქონება გადასცა - ,,ნაციონალური მოძრაობა’’

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის, მარინა დათუკაშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ქრთამის სახით არა 1 მილიონი ლარი, არამდე 2,5- 3 მილიონამდე ქონება მიიღო.

,,ნაციონალური მოძრაობის’’ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საკრებულოს უმცირესობის წევრმა ის დოკუმენტაცია გაასაჯაროვა, რომლითაც, მისი თქმით, მტკიცდება, რომ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახმა იმაზე გაცილებით დიდი თანხა მიიღო თბილისის მერიისგან, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

მარინა დათუკიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.

მისი თქმით, აუქციონზე ახალი ნაკვეთი 2 მილიონ ლარად შეფასდა, ანუ 4 ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მიწა.

„მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ.მ სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათას ლარად. სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.მ-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად, ამ მიწის ნაკვეთის კვ. მეტრაჟი გახლავთ 4 ათას 529 კვ.მ. ანუ დაახლეობით, 500 კვადრატული მეტრით ნაკლები, ვიდრე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთი არის ამ შემთხვევაში.

მე ხელთ მაქვს აგრეთვე ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის, სადაც აბსოლუტურად ცარიელია მხარეთა ვალდებულებების პუნქტი. ეს იკვეთება ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც ვალდებულების ნაწილი ცარიელია. მერიამ უკვე გადასცა 5 ათასი კვ.მ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ბიურომ კვ.მეტრაჟი შეაფასა 150 დოლარად და 5 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე არის 515 ათასი ლარი. იკვეთება, რომ თბილისის მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას,“ - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა