უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 თებერვალი, 2017 16:15
font-size

მერის მოადგილის ინფორმაციით, ნატა ნაზღაიძის ოჯახზე გაცემული კომპენსაცია სამართლებრივად გამართული დოკუმენტაციით მოხდა

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მილიონი ლარის ოდენობის კომპენსაცია, რომელიც სტიქიის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაიცა, სამართლებრივად გამართულია.

როგორც ჟურნალისტებს ლექვინაძემ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ მილიონი ლარის კომპენსაციის მიღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ნაკვეთი არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ტერიტორიას, თუმცა აღნიშნულ ადგილზე მემორანდუმით საინვესტიციო ვალდებულება იყო განსაზღვრული.

“თბილისის მერიის სახელით, მინდა განვაცხადო, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც არის განხორციელებული აღნიშნული ოპერაცია, გახლავთ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და ის ეფუძნება იმ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მექანიზმებს, რომელიც არის განსაზღვრული ჩვენს ქვეყანაში. პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განმარტება ერთ მილიონ ლართან დაკავშირებით. ეს არის თანხის მოცულობა, რომლითაც განსაზღვრულია და შეფასებულია 1624 კვ მეტრის მიწის ნაკვეთის ღირებულება, რომელიც მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში. ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, მისმა მფლობელმა მიიღო ნაწილობრივ მიწის ნაკვეთი, დაახლოებითი 515 ათასი ლარის ღირებულების და დარჩენილი სხვაობა, დაახლოებით 455 ათასი ლარი, ანაზღაურებული იქნა საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობდა სტიქიური უბედურების ზონაში. ის, მართალია, არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ტერიტორიას, მაგრამ ეს იყო ადგილი, სადაც საინვესტიციო ვალდებულება იყო განსაზღვრული მემორანდუმით და რადგანაც იქ სტიქიამდე გარკვეული ეკონომიკური აქტივობა იყო დაშვებული, სწორედ ამიტომ, იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, მსგავს პრეცედენტს აქამდეც ჰქონდა ადგილი და ამის მაგალითად მერის მოადგილემ თამაზ და მინდია ელიზბარაშვილების ქონება დაასახელა.

”ზუსტად ანალოგიური პროცესი განხორციელდა იგივე თამაზ და მინდია ელიზბარაშვილების ქონების გამოსყიდვის შემთხვევაშიც, როდესაც მათი ქონებაც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ შეფასებულ იქნა, დაახლოებით მილიონნახევარ ლარად და ამ თანხის ნაწილი ანაზღაურებული იქნა მიწის ნაკვეთებით და ნაწილი ფულადი ანაზრაურებით. ამიტომ, ნებისმიერი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაიმე სამართალდარღვევით არის გაკეთებული, არის აბსოლუტურად შეუსაბამო რეალობასთან და ეს არის ძირითადად პოლიტიკური ინტერპრეტაციების მთავარი თემა”, - განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

ნინო ექვთიმიშვილი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფი

არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი

26 იანვარი, 2026 , 17:42

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა. გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი