არქივი
სამართალი
მეუფე იაკობი შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის,რაც ძალიან ახლოს არის აღიარებასთან და ჩემთვის გასაკვირია-მიხეილ რამიშვილი
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ადვოკატმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, იგი მეუფეს მიერ გაკეთებული განცხადებით გაოცებულია, რადგან რჩევა, რომ მამა გიორგიმ შენდობის გზით იაროს, არის ახლოს პროკურატურის, აღაირების პოზიციასთან.
„მოგეხსენაბათ, ქადაგების დროს ადამიანები ყველაფერს უსმენენ და ეს არის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც უნდა ირწმუნო. ალბათ, უფრო უპრიანი იქნება, ამ ქადაგებასთან დაკავშირებით მეუფემ გასცეს კითხვებს პასუხი. იმიტომ, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ შენდობისკენ ურჩევს სვლას მამა გიორგის, შენდობა ძალიან ახლოს არის პროკურატურის პოზიციასთან, აღიარებასთან და ეს ჩემთვის გასაკვირი არის“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მეუფე იაკობმა დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.
"უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმპცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი. მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

