უკან

პოლიტიკა

9 დეკემბერი, 2016 14:00
font-size

მიხეილ გიორგაძის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე მილიონ ლარზე მეტი ვალი დაუგროვდა _ საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის "მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით" შედეგების პრეზენტაცია გამართა.

როგორც საია-ს წევრმა სულხან სალაძემ განაცხადა, საუბარია კერძო კომპანიაზე შპს "ინტერნეიშენალ ივენთს", რომელსაც სახელმწიფოსგან იჯარით, 49 წლით აქვს მიღებული თბილისის საკონცერტო დარბაზი და რომელსაც სახელმწიფოს ვალი მილიონ ლარზე მეტი დაუგროვდა.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულება 2005 წელს გაფორმდა.

სალაძის განცხადებით, შპს "ინტერნეიშენალ ივენთის" მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი, დავით მენაბდე იყვნენ.

საია-ს კვლევის შედეგად, კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" სახელმწიფოს წინაშე 700 000 ლარზე მეტი ჰქონდა დავალიანება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. დღეისათვის ჯამურად დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.

,,2011 წლიდან მოყოლებული კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2013 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად სახელმწიფოს აღარ შეუწუხებია კომპანია იმისთვის, რომ გადაეხადა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება. კომპანიის იურიდიული მისამართი ასევე დღემდე რჩება მინისტრის საცხოვრებელი, ეს არის გაბაშვილის ნომერი 1. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრი ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე გააჩნია ინტერესები "ინტერნეიშენალ ივენთში" “- განაცხადა სულხან სალაძემ.

საია-ში მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და "ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა