უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აპრილი, 2018 12:20
font-size

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და ხელისუფლების შეცვლას აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და ხელისუფლების შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ამაში ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.

„მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლებიდან. ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და ბანკების დახმარებით დაკავებულია ქვეყნის გაჩანაგებით“, -თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლების შეცვლაა საჭირო.

„ჩვენ ამ მაფიას, მე მიხეილ სააკაშვილი ამ მაფიას ვეუბნები, რომ ჩვენ გავაუქმებთ თქვენს მმართველობას, ჩვენ დავუბრუნებთ ეკონომიკურ ძალაუფლებას ქართულ ოჯახებს, თითოეულ ქართველს და ნამდვილ ქართულ ბიზნესებს. როდესაც ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ხელფასები“, -აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

საქართველოს ყოფილი პირველი პირის განმარტებით, ხელისუფლების ცვლილება საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა მოხდეს, რასაც მოჰყვება პანსიის გაზრდა 400 ლარამდე.

„ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი“, -თქვა სააკაშვილმა.

მან დაამატა, რომ აუცილებელია მასწავლებლების ხელფასის გაზრდა, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ანაზღაურება 2000 ლარი უნდა იყოს.

სააკაშვილის თქმით, ის თავად მიხედავს აღნიშნული გეგმების განხორციელებას.

„მე ვაპირებ ამით დავკავდე, მე თვითონ. ახლა ისინი ჩემზე შემდგომ საქმეებს აღძრავენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ არც ვიფიქრო საქართველოში ჩასვლა, ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად, მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით“, -თქვა სააკაშვილმა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&