პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
მიხეილ სააკაშვილის მიერ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „შეგინის“ უკანონოდ გადაკვეთის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, აქედან ეროვნული პოლიციის 11 და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის 5 წარმომადგენელია. მათ სხეულზე დაზიანებები მიიღეს.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, 10 სექტემბერს, დაახლოებით 20 საათზე „აგრესიულად განწყობილმა“ პირებმა პოლიციელებსა და მესაზღვრეებს ჩხუბი დაუწყეს, რომლის შემდეგ საკონტროლო პუნქტზე შეიჭრნენ და უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, ამით კი ხელი შეუწყვეს ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის გადაკვეთას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის სახალხო დეპუტატებს.
ადგილზე ეროვნულ პოლიციასთან ერთად მუშაობს სამხედრო პროკურატურის ჯგუფი, რათა დაადგინოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მასობრივი დარღვევის გარემოებები და მისი კვალიფიკაცია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


