უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 სექტემბერი, 2017 11:35
font-size

მიხეილ სააკაშვილის მხარდამაჭერები უკრაინის სახელმწიფოს ანადგურებენ - უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს შეფასებით, უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები „ანადგურებენ“ სახელმწიფოს. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ლუცენკომ ბიძინა ივანიშვილის მაგალითიც გაიხსენა. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, თუ სააკაშვილს სურს პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, მან სასამართლოს უნდა მიმართოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრივით.

„სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა 1: ხელისუფლებისთვის ბრძოლაში სააკაშვილის მხარდამჭერები ანადგურებენ სახელმწიფოს. ვინც არ მეთანხმება, სცადეთ და შეიჭერით ქართულ ან ბრიტანულ საზრვარზე.

2: მოქალაქესთან მიმართებით, მთავრობის მოქმედებების კანონიერების გარკვევის ერთადერთი გზა სასამართლოა. ზუსტად ასე დაიბრუნა ივანიშვილმა პასპორტი, რომელიც ერთ დროს სააკაშვილმა გაუუქმა“, - დაწერა ლუცენკომ.

ლუცენკოს შეფასებით, ძალადობრივი სცენარის განვითარება იმედს მისცემს იმავე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერებს. უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზატორები და წამქეზებლები პასუხისმგებლობაში იქნებიან მიცემული.

როგორც ლუცენკომ დაწერა, ბევრი იქნება დამოკიდებული უკრაინის საზოგადოებაზე.

„უკრაინის სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა ამას [სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას] მხარს უმაღლესი რადა და საზოგადოება. უფლების ძალა მისი სტაბილურობის ფუნდამენტია, ხოლო ძალის უფლება კრიტიკული საფრთხეა მისი არსებობისთვის“, - დაწერა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, გუშინ 20 საათზე მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზრვრო-გამშვები პუნქტი შეგინი უკანონოდ გადაკვეთა. ის ახლა ლვოვში იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება უკრაინის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 332-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვარზე პირების უკანონოდ გადაყვანას გულისხმობს, ასევე ადგილობრივი შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტი „სისხლის სამართლის კოდექსის“ 348-ე მუხლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&