პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გაიმარჯვა, როდესაც ის დააკავეს - ზაალ უდუმაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა დასრულდება.
„დღევანდელი ღირსების მანიფესტაცია არის შეხსენება, რომ ოლიგარქიული მმართველობა მაინც დასრულდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ გაიმარჯვა, როდესაც ის დააკავეს. ის რაც კიევში ხდება, გამოწვევაა. არცერთ ოფიციალურ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია რეაგირება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაზე. ეს სამარცხვინოა“, - თქვა უდუმაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს. მსვლელობა დაიწყო რუსთაველის გამზირზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდება.
აქცია უკავშირდება კიევში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს.
მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. უსაფრთხოებაზე ზრუნავს პატრული.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

