პოლიტიკა
მიხიელ სააკაშვილს უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების უფლება - ნაციონალური მოძრაობა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეყვიტოს „პოლიტკურად მოტივირებული დევნა“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აღუდგინოს მას საქართველოს მოქალაქეობა.
ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ უკრაინაში პეტრო პოროშენკო დამარცხდა, საქართველოში კი, ბიძინა ივანიშვილი.
„მინდა მივულოცო საქართველოს და უკრაინის ყველა პატრიოტს. გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა; გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხების ზურგს უკან დასახეს.
გუშინ უკრიანაში დამარცხდა პოროშენკო, გუშინ საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი და გუშინ ევრაზიაში დამარცხდა პუტინი.
ეს ტალღა მხოლოდ იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.
დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი; ერთი, მოიქცნენ ისე, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩი იქცეოდა, ისე როგორც თავის დროზე საქართველოში ასლან აბაშიძე იქცეოდა, რომელსაც პირადი პატიმრები ყავდა და რომელიც არაფრად აგდებდა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.
ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვუწოდებთ, მათ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა რომელიც ვლადიმირ პუტინის მიერ არის დაკვეთილი.
დაუყოვნებლივ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.
და მესამე, დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება“,-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს
20 თებერვალი, 2026 , 13:23
ენჯეო არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ქვეყნის შიგნით ქვეყნის გარედან არ უნდა შემოდიოდეს ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:36
სასანქციო რეჟიმს ჩვენი ხელისუფლება იცავს ძალიან მკაცრად, ყველა განცხადება სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით იყო სრულიად სპეკულაციური, ეს ეხება ყულევსაც - ირაკლი კობახიძე
19 თებერვალი, 2026 , 18:31
პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს - „ძლიერი საქართველო - ლელო“
19 თებერვალი, 2026 , 15:07
გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს - დიმიტრი ხუნდაძე
19 თებერვალი, 2026 , 12:03
გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული და ზედმეტი რგოლი - სოზარ სუბარი
18 თებერვალი, 2026 , 19:04




