უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე - დავით უსუფაშვილი
საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ქვეყანაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელში უშუალოდ მიმართა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს. უსუფაშვილმა მიმართა ივანიშვილს თხოვნით, „გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა“, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით.
„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ტარდება. მიმდინარეობს ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წესების გარეშე. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ ვხედავთ, როგორ მარცხდება საქართველო და ქართველი ხალხი. ამ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობის კანდიდატისთვის, მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის უმძიმესი განსაცდელის არიდება ხდება და ვეღარ შემოვიფარგლები მხოლოდ კონკურენტებთან საარჩევნო პაექრობით. ამიტომ, მივმართავ საქართველოს მოქმედ ხელისუფალს, ბიძინა ივანიშვილს:
მასშტაბური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესანარჩუნებლად, გამოაცხადოს ძალაუფლებაზე „ქართული ოცნების“ მონოპოლიის დათმობის კომპლექსური გეგმა, რომელიც უნდა დასრულდეს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. გეგმის შესაძლო კონკრეტულ კომპონენტებზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ გაზიარებული იქნება დასახული მიზანი და გადასადგმელი ნაბიჯების მიმართულება.
ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ ექნება პოლიტიკურ სივრცეში დარჩენის შანსი და ქვეყანა წავა წინ. აღნიშნული გეგმის მხოლოდ გამოცხადებაც კი საძალაუფლებო ბრძოლის ასპარეზად აქცევს ერთ წელიწადში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს გაათავისუფლებს სახიფათო დატვირთვებისგან.
თუ დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება გააგრძელებს ძალაუფლებაზე მონოპოლიის გაძლიერების მცდელობას, საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვების ჩათვლით, მაშინ „ქართული ოცნება“ სრულად შეელეწება ამ პროცესს და ქვეყანას დესტაბილიზაციის ჭაობში ჩატოვებს. იმედია, ამ კრიტიკულ მომენტში 2012 წლის ოცნება გახდება ხელისუფლების გზამკვლევი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12