პოლიტიკა
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკები არასდროს გვიღიარებია - პაოლო ჯენტილონი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის განცხადებით, იტალია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს, როგორც რესპუბლიკებს არ აღიარებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ე.წ რესპუბლიკიების წარმომადგენლები იტალიაში გარკვეულ აქტივობებს აწარმოებენ, ოფიციალური რომი მათ არ ცნობს.
ამის შესახებ ჯენტილონიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება აქტივობას სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლების მხრიდან , რომლებიც იტალიაში მოდიან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ეს რესპუბლიკები არასდროს გვიღიარებია. როდესაც ვიღაც ჩვენს ქვეყანაში წარდგება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, როგორც ეს ე.წ რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩვენ არასდროს მათ როგორც რესპუბლიკას არ ვცნობთ. ჩვენ მათ არ ვაღიარებთ“,-აღნიშნა პაოლო ჯენტილონიმ, რომლის განცხადების თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


