უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2019 10:20
font-size

მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

2020 წელს არჩევანი ისევ ორ ძალას შორის იქნება გასაკეთებელი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. მისი თქმით, ეს იქნება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანამატებით.

„ევროპული საქართველო“ და შეიძლება, კიდევ რაღაც სხვანაირი საქართველო შექმნან და ასე წარუდგნენ საზოგადოებას. რეალური დაპირისპირება და ბრძოლა ისევ მიხეილ სააკაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის იქნება. მე ასე წარმომიდგენია 2020 წლის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ელის თუ არა მმართველი პარტია ოპონენტების სივრცეში მნიშვნელოვან ცვლილებებს და რომელი პარტიები დარჩებიან 2020 წელს „ქართული ოცნების“ ძირითად ოპონენტებად.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა გეგმები და ხედვები აქვს „ქართულ ოცნებას“ არსებული გამოწვევების, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ამ გამოწვევების საპასუხოდ ახალ რეფორმებზე ძალიან აქტიურად მუშაობს და მთელი აქცენტი აქტიურ მუშაობაზე უნდა გადავიდეს.

„ზოგადად, უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ახალი არჩევნებისთვის განახლებული ენერგიით და შემადგენლობით მოვემზადოთ. აი, ეს არის ჩვენი მთავარი აქცენტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პირდაპირი მოწოდებები მოისმინა რადიკალიზაციის მიმართულებით, რაც ძალიან შემაშფოთებელი და ყურადსაღებია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალი გეგმით გამოვიდა, რომ მათი მთავარი ამოცანა რეგიონებში ფრონტის გაშლაა, საპროტესტო აქციების ჩატარება და ა.შ. საბოლოო ჯამში, როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი აცხადებს, უნდათ, ეს აქციები ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაამთავრონ, რაც ძალიან ყურადსაღები და შემაშფოთებელია. მინდა, ეს ადამიანები გავაფრთხილო, სასახლის ნაცვლად, უბრალოდ, ციხეებში არ აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამის პოტენციალს, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ ხედავს, მაგრამ ისინი სიტყვიერად ახდენენ თავიანთი ამომრჩევლის კონსოლიდაციას, რაც მათი მთავარი მიზანია.

„უნდათ, ამდენი წაგების შემდეგ მათი ამომრჩეველი ნიჰილიზმში არ წავიდეს და რაღაცით უნდათ, კონსოლიდაცია მოახდინონ. მათ იმედი უნდა მისცენ; რა თქმა უნდა, ფუჭი იმედი, რომ აი, დღეს თუ არა, ხვალ რაღაცას ვიზამთო. მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ვერაფერს ვერ იზამენ. ხალხი ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას ჩვენს მთავრობასა და მათ მთავრობას შორის. ჩვენ მშვიდად და სტაბილურად გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის შესახებ წერს პირველი არხი.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და