უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2018 14:15
font-size

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკრიტიკა მმართველი გუნდი , საპარლამენტო კომიტეტების სხდომები ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ვერ ახერხებს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დასწრებას.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები შემჭიდროვებული ვადების გამო მინისტრობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმას ვერ ახერხებენ. ამის საპასუხოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა არ დაწყებულა, ხოლო დეპუტატების კითხვებს მინისტრი იწერს. ამის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის მცირე შეკამათება მოხდა.

„თქვენ გინდათ დარბაზი , ბატონო ირაკლი, სადაც არავინ იქნება თქვენი პოლიტიკური გუნდის გარდა და ამიტომ გაწუხებთ ის, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა - „ჩვენ აქ შემოვიპარეთ“ რომ დავსვათ კითხვები, რომლებიც ხალხს აწუხებს და რომელიც თქვენთვის ღიმილის მომგვრელია, რადგან თქვენ მხოლოდ თქვენი სკამები გაინტერესებთ, ისევ როგორც აქ მყოფ მინისტრებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას უპასუხა უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატი სიცრუეში დაადანაშაულა. გაბუნიამ შეახსენა თინა ბოკუჩავას შეკითხვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის მიმართ. სიტყვით გამოსვლისას ბოკუჩავამ დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადატანას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა. ბოკუჩავა კონკრეტულად გულისხმობდა გასულ კვირას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობას. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებენ, სამართალდამცველი ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა.

„თქვენ თქვით ორი ტყუილი, ერთი, თითქოს მიმდინარეობდა ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა და მეორე , გაცილებით მძიმე ტყუილი, რომ ივანიშვილის ხის გადატანას შეეწირა პოლიციელის სიცოცხლე“, - უთხრა გაბუნიამ ბოკუჩავას.

ბოკუჩავამ კი გაბუნიასა და მთავრობის წევრებს მატყუარები უწოდა და ურჩია, ვიდრე სხვას დაადანაშაულებდნენ სიცრუეში, პარლამენტში დანიშნული სხდომების განრიგი გადაემოწმებინათ.

გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე წარდგენისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა ბოკუჩავას უთხრა, რომ ის აღნიშნულ ფორმატს იმისთვის იყენებს, რომ „მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და