უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივლისი, 2018 14:20
font-size

მირზა სუბელიანმა მოსთხოვა კახა სირაძეს, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა - ზვიად კუპრავა

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას განმარტებით, ის ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანთან და შსს-ის თანამშრომელ კახა სირაძესთან ირიბ კავშირში მყოფ პირებზე ისაუბრებს.

კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სთხოვა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძეს, რომ მისი დაკითხვა მალე მომხდარიყო.

„მე შეყვანილი ვიყავი საპარლამენტო კომისიის დასაკითხ მოწმეთა სიაში. განსაზღვრული არ იყო, როდის და რა ეტაპზე მოხდებოდა დაკითხვა, არ ჰქონდა მნიშვნელობა. რამდენიმე დღის წინ, შსს-მ დაიწყო ჩემ წინაამღდეგ 366-ე მუხლით გამოძიება, რათა მალე მივაწოდო კომისიას ინფორმაცია.

მე შევთავაზე კომისიას, რომ მალე მიმეწოდებინა ინფორმაცია. ზაზა სარალიძემ მითხრა, რომ დაურეკავდა სერგი კაპანაძეს, რათა მალე მომხდარიყო ჩემი დაკითხვა. ექვსი თვე პრაქტიკულად ყველაზე ვსაუბრობდით. ის, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. დეტალებია ფარდულზე, მირზა სუბელიანზე, კახა სირაძეზე. ადამიანებზე, რომლებიც ირიბ კავშირში არიან სუბელიანთან და სირაძესთან. ვაპირებ რამდენიმე სახელისა და გვარის ჩამოთვლას. ეს ადამიანები, მათ შორის კახა სირაძე, დავალებულები არიან მირზა სუბელიანის წინაშე. პოლიციის ეს შემადგენლობა ვალდებულია სწორედ მირზა სუბელიანთან. სუბელიანმა ეს ბოროტად გამოიყენა და მოსთხოვა სირაძეს, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა. მე ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ვისაუბრებ.

დიპლომატებთან შეხვედრაც შეეხება სწორედ იმ გამოძიებას, რაც დაიწყო ჩემს წინაამღდეგ. ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემ წინაამღმდეგ მაშინ, როდესაც თავად ვარ დაზარალებული“, – განაცხადა კუპრავამ.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და