არქივი
სამართალი
მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის დაკავებულია და ეს სრულად საკმარისია იმ ფაქტორების გამოსავლენად, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანზე, მირზა სუბელიანზე დაწყებული გამოძიება და მისი დაკავება საკმარისია, რათა გამოვლინდეს ის ფაქტორები, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა გახარია, რომ გამოძიებაა დასაწყები, ხომ არ იყენებდა მირზა სუბელიანი მის სამსახურებრივ მდგომარეობას, ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.
„თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ, უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს შორის, რასაც თქვენ აფასებთ. რეალურად მირზა სუბელიანი, რომელიც არც ვიცოდი მაშინ, საერთოდ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ მას ამ საქმესთან ვინც აკავშირებს – შვილი და მისი ნათესავები, არის ერთეული მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან.
რეალურად დაველოდებით თქვენი კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, გამოავლინოს შესაძლო დარღვევები პროცედურული ან გადამეტება და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ. ამიტომ ვთანამშრომლობთ თქვენთან ასე ტრანსპარენტულად. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა ის ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც, კვალიფიკაცია შეეცვალოს”, – უპასუხა გახარიამ კახიძის შეკითხვას.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

