არქივი
სამართალი
მირზა სუბელიანზე ბევრად უფრო გავლენიანი მშობლები ვიცი - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეში, მშობლებს შორის მირზა სუბელიანზე ბევრად გავლენიანი ხალხია.
„რაც შეეხება მირზა სუბელიანის გავლენას, მე სხვა მშობლებში ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით! ვიცი, ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი“, - ასე უპასუხა გახარიამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ წევრებს.
მინისტრის მოსმენის დროს კამათის საგანი გახდა გამოძიების პროცესში მირზა სუბელიანის ფიგურა, მისი გავლენა და როლი, რაზეც შესაბამისი კითხვებით „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გახარიას მიმართეს.
კომისიის წევრმა გიგა ბოკერიამ მოუწოდა შს მინისტრს, დაასახელოს ის გავლენიანი ხალხი.
„თქვით, ვინ არიან და თუ გავლენიანი ხალხია, დასაჯეთ მერე. თუკი ვინმე გამოძიებაში ერეოდა, ცდილობდა გავლენის მოხდენას და შედეგს მიაღწია, მაშინ ეს უნდა იყოს გამოძიებული და ეს ხალხი უნდა დაისაჯოს - რად უნდა ამას ლაპარაკი!“, - განუცხადა ბოკერიამ გახარიას პასუხად.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

