უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2018 13:30
font-size

მიუღებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისე ხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და პოზიციას - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისე ხვდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომ არ ითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებას და პოზიციას. დღეს ჩვენ კვლავ ვართ საფრთხის წინაშე, რომ სასამართლოს გავლენიან დაჯგუფებასთან თანამშრომლობით შეიქმნება ისეთი პროცედურები, რომლებიც უბრალოდ შეალამაზებს პროცესს და არსობრივად არ შეცვლის არაფერს.

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჩინჩალაძის კლანის ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და პარლამენტს მისცემს შანსს, აირჩიოს მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ეს არის ჩვენი მთავარი ინტერესი.

მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, იუსტიციის საბჭომ პარლამენტის წინაშე მხოლოდ ისეთი კანდიდატურები უნდა წარადგინოს, რომელთაც საბჭოს აბსოლუტურად ყველა წევრის მხარდაჭერა ექნებათ. თუ ვინმეს მართლა უნდა რეალური ცვლილებები, მაშინ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას და წინადადებას.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები კანონმდებლობაში და დაადგინოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევისას იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რაც ყველა წევრის პოზიციის გათვალისწინებას შესაძლებლობას იძლევა. დღეისათვის გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, ხოლო მოსამართლეთა დანიშვნისას - ორი მესამედით. ბოლო შეხვედრაზე თქვენ ნახეთ, რომ მურუსიძის გასაუბრებაზე პროცესი მთლიანად მე და ანა დოლიძემ წარვმართეთ, თუმცა გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ მოვახდინეთ, რადგან მათ ორი მესამედით მიიღეს ყველა გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი