უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივნისი, 2018 12:20
font-size

მივმართავ ბატონ კალაძეს, შეაჩეროს მშენებლობა, რომელიც გაცამტვერებით გვემუქრება - ვაკის საცურაო აუზთან მცხოვრები მოსახლეობა კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის საცურაო აუზთან მცხოვრები მოსახლეობა სამი 40-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მცირეა და ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებს. მათი განმარტებით, ინფრასტრუქტურა მსგავს მაღალსართულიან შენობებზე გათვალისწინებული არ არის, რის გამოც მშენებლობა დაუშვებელია.

„მე მივმართავ ბატონ კახი კალაძეს, შეაჩეროს ეს მშენებლობა, რომელიც ჩვენ გაცამტვერებით გვემუქრება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაირა სარიშვილმა.

მშენებლობის დროებით შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ მერიას მიმართა. პასუხად რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მშენებლობის შეჩერებაზე უარი მიიღო.

ადვოკატი დიმიტრი გაბუნიას ინფორმაციით, მოსახლეობა სარჩელს შეიტანს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„მომზადებული გვაქვს სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საქალაქო სასამართლოში მოვითხოვთ მშენებლობის შეჩერებას“, -აღნიშნა უფლებადამცველმა.

ადგილობრივები მერიასთან აქციებსაც აანონსებსენ.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და