უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
არქივი
საზოგადოება


მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ - მიხეილ გიორგაძე გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავარიაზე
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოავარიას, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.
გიორგაძის თქმით, რამდენიმე წლის წინ სამინისტროებმა გაატარეს ზომები ბავშვების ტრანსპორტით გადაადგილების დასარეგულირებლად, რათა მსგავსი შემთხვევები მინიმუმდე ყოფილიყო დაყვანილი.
„თქვენ გახსოვთ ის ტრაგედია, რომელიც ქობულეთში რამდენიმე წლის წინ მოხდა. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, კულტურის, სპორტის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს ძალიან მკაფიო რეგულაციები, რომელიც ეხებოდა ბავშვების ტრანსპორტით გადაადგილებას; გამყოლებთან დაკავშირებული კრიტერიუმები იყო შემუშავებული, მოზარდების განთავსება, დაზღვევა, გამყოლების, მეთვალყურეებისა და მშობლების ურთიერთობის მოწესრიგება. ანუ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ინცინდენტების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაგვეყვანა, თუმცა დამეთანხმებით, ალბათ, რომ რამდენი რეგულაციაც არ უნდა შევიმუშაოთ, როგორი ხისტი მოთხოვნებიც არ უნდა იყოს ამ რეგულაციების შესასრულებლად, თუ თითოეული ჩვენგანი მას არ შეასრულებს, თუ მშობელი არ მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ სამარშრუტო ტაქსში ორჯერ მეტი ბავშვი მგზავრობს, თუ მძღოლი ან სატრანსპორტო კომპანია ტრანსპორტის გამართულობას არ უზრუნველყოფს, თუ პედაგოგი, სკოლის დირექტორი ამ რეგულაციების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას არ მიაქცევს ყურადღებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მხოლოდ რეგულაციებით ასეთ ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ.
გამოსავალი არის იმ წესების დაცვა, რომელიც ამა თუ იმ სფეროშია შემუშავებული.
ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაზარალებულების და დაღუპულების ოჯახებს“, - განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, 2 დღის წინ გომბორის მომხდარი ავტოავარიის შედეგად თბილისის 175-ე სკოლის ერთი მოსწავლე და სამი მშობელი დაიღუპა. ისინი კახეთში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57