პოლიტიკა
მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის სკანდალური მოსამართლეების სიის დაბრუნებას არ აპირებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი იუსტციის უმარლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ მოსამართლეების სიაზე იმსჯელებს. მდინარაძის შეფასებით, აღნიშნული სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონის სრული დაცვით შეადგინა და გადაუგზავნა პარლამენტს.
მისივე თქმით, შეიძლება, სიაში მოხვედრილი მოსამართლეების ნაწილი მიუღებელი იყოს თავად მმართველი გუნდისთვისაც, თუმცა, მათზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანომ მაინც უნდა დაიწყოს.
„10-კაციან სიაში პეტრე შეიძლება, მისაღები იყოს, პავლე, შეიძლება, მიუღებელი იყოს. განხილვა, რა თქმა უნდა, დაიწყება ნებისმიერ სიასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამასობაში, ჩვენ თუ შევიმუშავებთ და არის ამაზე საუბარი, დრო ამისთვის ავიღეთ და კიდევ უფრო დეტალიზირება უნდა მოხდეს რაღაც პროცედურის, რაღაც კრიტერიუმის, ეს კი ბატონო, სამსჯელო თემა არის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, რაც გვაქვს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ მოცემულობით, კანონის პრობლემა, საკანონმდებლო პრობლემა, ნორმისმიერი პრობლემა. ვთქვათ, სიასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ისე შემოიტანეს სია“, - განაცხადა მდინარაძემ.
თავის მხრივ, არც იუსტიციის საბჭო გეგმავს სკანდალური კანდიდატების უკან გაწვევას. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები კი თვლიან, რომ მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი ისედაც კრიზისში მყოფი სასამართლო სისტემისთვის საბოლოო განაჩენი იქნება.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.
სწორედ აღნიშნული სია გახდა მმართველ გუნდში განხეთქილების მიზეზი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და სიის უკან გაწვევა მოითხოვა. დაპირისპირება კვირაზე მეტია გრძელდება. უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ეკა ბესელია პარტიიდან გარიცხონ.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


