პოლიტიკა


მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა აქტიურად ფიქრობდეს ქვეყნის მომავალზე - გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დამოუკიდებლობა თავისუფლებისათვის-სასკოლო კლუბების ქსელი“ მონაწილეებს შეხვდა.
პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში საკლუბო საქმიანობის განვითარებას, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს შესახებ, მათ ჩართვას შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა ღონისძიებაში, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას და სასკოლო ცხოვრების გააქტიურებას.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე აქტიურ და წარმატებულ სკოლებს სერტიფიკატები გადასცა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიონების – გურჯაანის, ყვარლის, მცხეთის, ქარელის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ბაღდათის და თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ და პროექტმა მთელი საქართველო მოიცვა.
„ფიქრი საქართველოზე და სამშობლოს მომავალზე ძალიან მნიშვნელოვანია მისი სამომავლო განვითარებისათვის. თქვენი ჩართულობით უზრუნველყოფთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობასა და აქტიურობასაც, რომლებიც აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ფიქრობს როგორ მიხედოს და მოუაროს საკუთარ ქვეყანას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პროექტს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ახორციელებს.
პროექტი აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე სკოლის 200-მდე მოსწავლეს, პედაგოგებს, საჯარო უწყებებსა და რეგიონალური თემის წარმომადგენლებს.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25