პოლიტიკა


მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს, მერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი - სოფო კილაძე მარნეულის ინციდენტზე
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გამოეხმაურა მარნეულში მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო ფაქტს.
დეპუტატის თქმით, ადამიანის ღირსების შელახვის ყველა გამოვლინებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებაზე კომენტირებისას კილაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტანდარტი დამკვიდრდა, რომ ადამიანებს პარტიული კუთვნილებით არ არჩევენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებენ, რათა მსგავსს საკითხებზე ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება მოხდეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მნიშვნელოვანია, რომ კანონი ყველას თანაბრად შეეხოს, მერი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც მამაკაცს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“.
აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“ და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25