უკან
მსოფლიო
4 ნოემბერი, 2024 11:00
მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ ლიდერობს
წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.
შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა. ამომრჩევლების აქტივობა 54%-ი. აქტივობა განსაკუთრებით მაღალი საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ემიგრანტ ამომრჩევლებს შორის იყო.