მსოფლიო
იაპონიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა
იაპონიის მმართველმა კოალიციამ, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელობით, პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მმართველმა კოალიციამ 215 მანდატი მოიპოვა, რაც ბევრად ნაკლებია 279 მანდატთან შედარებით, რომელიც ადრე ჰქონდათ.
როგორც „როიტერი“ წერს, კოალიციისთვის ეს ყველაზე ცუდი საარჩევნო შედეგია მას შემდეგ, რაც მათ 2009 წელს ხანმოკლე დროით დაკარგეს ძალაუფლება. მთავარმა ოპოზიციურმა, „კონსტიტუციურმა დემოკრატიულმა პარტიამ“ კი დაახლოებით 148 მანდატი მოიპოვა.
კონსტიტუციის თანახმად, პარტიებს ახლა აქვთ 30 დღე იმის გასარკვევად, თუ რომელ პარტიას შეუძლია მართვა, და კვლავ გაურკვეველია, რამდენ ხანს შეძლებს ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა თანამდებობაზე დარჩენას.
იშიბამ მარცხი უკვე აღიარა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებენ.
„იაპონელმა ხალხმა გამოხატა ძლიერი სურვილი, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ გახდეს პარტია, რომელიც ხალხის ნების შესაბამისად მოქმედებს“, – განაცხადა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა.