უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 სექტემბერი, 2025 10:38
font-size

მომენტალური გადარიცხვის ინოვაციური მეთოდი - პირველად საქართველოს ბანკის მობილბანკში

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა მხოლოდ მობილურის ნომრით თანხის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციური სისტემა დანერგა და სამ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამჯერად კი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის გადარიცხვის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომი გახდა.

მომენტალური გადარიცხვების სისტემის დახმარებით, პირველად, საქართველოში, ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ თანხა საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღები პირის ანგარიშზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მომენტალურად აისახება.

სერვისის უპირატესობა ისაა, რომ თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში.

გარდა ამისა, ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი მოქმედებს. მომხმარებლებს კი დღის განმავლობაში გადარიცხვის შეუზღუდავი სიხშირით განახორციელება შეუძლიათ.

“საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დანერგვა სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებაა – გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა და შესაძლებლობა მივცეთ, ნებისმიერ დროს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვადასხვა ვალუტაში ტრანზაქციები რამდენიმე წამში შეასრულონ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთა კომფორტს და კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო მომსახურების პროცესს”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი