უკან

საზოგადოება

8 თებერვალი, 2018 13:25
font-size

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამბულატორიული მედიკამენტების შეძენა კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამლების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომლისთვისაც ამბულატორიული მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

„ვფიქრობ, იმ სახელმწიფო კერძო პარტნიორობას, რაც ჩვენ შორის არსებობს, დიდი რესურსი აქვს, რათა გაღრმავდეს და გაფართოვდეს. შეიძლება ერთგვარად ინსტიტუციონალური სახეც მიიღოს და შედეგად მივიღოთ ის, რომ არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, არამედ ქრონიკული დაავადებების უმეტესობაზე მნიშვნელოვან ფინანსური ბარიერის მნიშვნელოვან შემცირებას მივაღწიოთ და არა მარტო 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე მოსახლეობაზე, არამედ ბევრად ფართო მოცულობისთვის, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის“, – აღნიშნა სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, იმ შეღავათების მიუხედავად, რაც ძირითადი ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე გავრცელდა, პენსიონერებისა და შშმ პირთა ნაწილისთვის კვლავაც პრობლემურია საჭირო მედიკამენტების შეძენა.

„სტაციონარში რაც სჭირდებათ, ის საყოველთაო ჯანდაცვით იფარება. რა თქმა უნდა, აქცენტირება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზეა. ეს მედიკამენტებია, რომელიც ადამიანმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიიღოს და ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი გამოწვევა ესაა. ბოლო პერიოდში დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც 100 ათას ქულამდე მქონე მოსახლეობისთვის ძირითადი ქრონიკული დაავადების 23 მედიკამენტის მიწოდებას ითვალისწინებდა, ცალსახად დაგვანახა ის საჭიროება, რომ ეს მნიშვნელოვანი ინტერვენციაა, თუმცა არასაკმარისი იყო. რადგან მოსახლეობის უფრო მეტ ნაწილისთვის, ძირითადად ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მაღალ ფინანსურ ბარიერად რჩება“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკომ აღნიშნა, რომ გასული წლის მაისში დაწყებულმა პროექტმა ცხადყო, რომ ფასდაკლების რესურსი არსებობს. მისი თქმით, შესყიდულ 23 მედიკამენტის ფასი 150%-ით ნაკლებია მათ საბაზრო ღირებულებაზე.

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს

21 ნოემბერი, 2024 , 14:31

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2  უმნიშვნელოვანეს  შეხვედრას  გამართავს. ნაკრები დღ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ი

20 ნოემბერი, 2024 , 16:05

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს.  ჯაბა სამუშია პასუხისმგებელია ყველა იმ ფაქტზე და დანაშაულებზე, რომელსაც "ქა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, სტუდენტების პროტესტს უერთდებიან და 19:00 საათზე თსუ-თან აქციას აანონსებენ

20 ნოემბერი, 2024 , 15:07

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და დღეს 19:00 საათზე თსუ-თან აქცი

საქართველოს ბანკის ESG მიმართულების ხელმძღვანელი გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29) პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდა

20 ნოემბერი, 2024 , 12:54

საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ოსაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე, ორ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა. პირველი პანელური დისკუსია