პოლიტიკა
მოსალოდნელი იყო, რომ ხაბეიშვილს აუკრძალავდნენ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან, ხედავდნენ, როგორი თავდადებული იყო, ციხის კედლებიდანაც ასე გააგრძელებს - გიორგი ბოტკოველი
ლევან ხაბეიშვილის იზოლაცია იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის და ქართველი ხალხის ძალის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ქართველი ხალხი აუცილებლად გამოუტანს განაჩენს რუსულ რეჟიმს“.
„ჩვენ მთელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ლევანს დააკავებდნენ, ვხედავდით ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ღლიცინს, თითქოს ლევანს არაფერი შეუძლია, არაფერი შეუძლია ოპერაციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ყველაფრის და ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის. მოსალოდნელიც იყო, ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, რომ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალავდნენ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და ხედავდნენ ადამიანები, როგორი აქტიური, როგორი თავდადებული იყო. დარწმუნებული ვარ, ვიდრე ის გათავისუფლდება, ციხის კედლებიდანაც ასე გააგრძელებს.
რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ანუ წერილებს მისწერს გდდ-ს თანამშრომლებს, თუ რანაირად შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება? მოწმე არის გდდ-ს სამი თანამშრომელი, რომლებმაც მოიგონეს რაღაც აბსურდული, თითქოს მათ შეურაცხმყოფლად მიიღეს ის ყველაფერი, რაზეც ლევანი საუბრობდა. მათი მხრიდან ეს არის აბსურდული, მაგრამ ერთი მხრივ გამიზნული, რადგან ეშინიათ 4 ოქტომბრის, ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია, ეშინიათ ქართველი ხალხის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოუტანს განაჩენს რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

