უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსს შეხვდნენ
თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსსა და საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული კომპენსაცია იყო.
ოპოზიცია დაინტერესდა, იყო თუ არა საქმის კურსში მერიის აუდიტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
„მას მოვთხოვეთ, რომ სამი საკითხის მოკვლევა დაიწყოს აუდიტის სამსახურმა. პირველი, ეს არის კანონიერების საკითხის შესწავლა ნატა ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემისა, რამდენად იკვეთება კორუფციული ფაქტები და რამდენად უკავშირდება იგი კორუფციულ გარიგებას და რუსთავი 2-ის საქმეს, მეორე, აუდიტის სამსახურმა უნდა გაარკვიოს ის უკანონო ქმედება, როდესაც იგი არ გამოცხადდა თბილისის საკრებულოში და უკანონო დავალება, რომელიც თანამშრომლებს მისცა არ მოსულიყვნენ საკრებულოს წევრების დაბარებით. ეს არის კანონის დარღვევა და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს ის უკანონო განკარგულებები, რომელიც თბილისის მერიაში გაიცა, როდესაც დეპუტატებს აუკრძალეს თბილისის მერიაში შესვლა,“-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, საკითხების შესწავლის ოფიციალური მიმართვა თბილისის მერიის აუდიტის სამსახურს დღესვე გაეგზავნება.
თავის მხრივ, როგორც მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი გიორგიძემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურს მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით მილიონი ლარის ქონების გადაცემის საკითხის შესწავლა ჯერჯერობით არ დაუწყია.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა ახორციელებს საქმის შესწავლას. ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და ვაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რაც მათ დასჭირდებათ,“ - აცხადებს გიორგიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03