პოლიტიკა
მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, როდესაც ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით - გიორგი მარგველაშვილი
ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას.
”მინდა ხელახლა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული. ქართული სახელმწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, მტკიცე, საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება, ააშენოს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენ პოლიტიკურ მრავალფეროვანებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან პოლიტიკურ პროცესს. სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი. სამივე ეს მიზანი აერთიანებს ერთიან სწრაფვას ჩვენი ერისა. მაგრამ ის, რაც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და რაც ამას აზრს აძლევს, არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

