არქივი
სამართალი
მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ ზურაბ ადეიშვილს და გიორგი ლაცაბიძეს „იბერია ტვ“-ის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ - პროკურორი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “იბერია”-ს სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლოში გუშინ საღამოს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინეს.
საქმის პროკურორებმა დასკვნით სიტყვაში სასამართლოს წინაშე დაკითხული მოწმეების ჩვენებები მიმოიხილეს.
როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ განაცხადა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა რომ ბრალდებულებს - ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ტელეკომპანია ,,იბერიას“ ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ, რადგან იგი როგორც კრიტიკული მედიასაშუალება ხელისუფლების მიერ საფრხედ განიხილებოდა.
გაგნიძის თქმით, გენერალური პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები უხეშად ჩაერიენ ,,ომეგა ჯგუფის“ დავალიანების რესტრუქტურიზაციის პროცესში, რადგან აღნიშნული უწყების უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ზურაბ ადეიშვილმა და გიორგი ლაცაბიძემ რესტრუქტურიზაცია გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად და გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობას იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზია იმ ულტიმატუმით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა არც კომპანიებში მუშაობის პროცესის განახლება და არც დავალიანების რესტრუქტურიზაცია. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, აღნიშნული ულტიმატუმი გიორგი ლაცაბიძემ ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელ ლევან აღდგომელაშვილს გენერალურ პროკურატურაში საკუთარ კაბინეტში წაუყენა.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის საქმეში ჩართულობას, როგორც ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში აღინიშნა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა იმჟამინდელ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს , დიმიტრი ქიტოშვილს დაავალა ლიცენზიის გადაფორმების პროცესის კურირება. ადეიშვილის მითითებით, „იბერია ტვ“-ის ლიცენზია უნდა გადაფორმებულიყო გენერალური პროკურატურისთვის სანდო პირზე.
პროკურატურის ინფორმაციით, ლიცენზიის დათმობის პროცესის შესახებ ზურაბ ადეიშვილს საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
,,სწორედ გიორგი ლაცაბიძემ და ზურაბ ადეიშვილმა ჩაიდინეს უფლებამოსილების გადამეტება, რაც დადასტურებულია არაერთი უტყუარი ავთენტური მტკიცებულებით“, - აღნიშნა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.
ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და სასჯელის ზომად პატიმრობა მოითხოვა.
მომდევნო სასამართლო სხდომაზე საკუთარ დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 იანვარს 17:30 საათზე გაგრძელდება.
ცნობისთვის, პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

