უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ოქტომბერი, 2016 14:00
font-size

მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი ბიძინა ივანიშვილი - შალვა ნათელაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც პარტია ცალკეულ საარჩევნო ოლქში ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.

როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოხდა შემაჯამებელი ოქმების გაყალბება, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს.

მისი თქმით, არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მითითებით გაყალბდა და ამ პროცესში სახელმწიფოს ყველა უწყება მონაწილეობდა.

შალვა ნათელაშვილმა დააყენა შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის მოწმედ გამოცხადების შესახებ, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი და ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დაიხატა, დაიხაზა, დაიწერა არჩევნების შედეგები. ცესკო-მ ეს როგორც სანოტარო კანტორამ უბრალოდ გადაწერა და გამოაქვეყნა. ამ ბოროტმოქმედების ორგანიზატორი გახლავთ ივანიშვილი. მოვითხოვ გამოძახებული იქნას მოწმედ არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი, ბიძინა ივანიშვილი და დაიკითხოს არჩევნების გარემოებებზე მთლიანად,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი

22 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხად ანტიკორუფციული საა

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:39

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაცი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ