უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას - მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხვალ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს.
,,თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება.
მოგეხსენებათ, რომ არჩვენების დღე, 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადეთ. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე, ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე, მივმართავ ყველა დამსაქმებელს, ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება.
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.
მოვუწოდებ ყველას, დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნას საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჩრდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტროსდა პოლიციას მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგის უზრუნველყოფა დაავალა.
,,ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყონ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი, რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა.
მინდა მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ყველა მედიასაშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვის უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებს.
მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად ვთხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ჩართულობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12