უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკაონ დესტრუქციული ქმედებებისგან - გიორგი ალიბეგაშვილი
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ ერთადერთი მოტივით- ჩაშალონ თბილისის საკრებულოს სხდომა, მოაწყონ ობსტრუქცია და კანონისმიერი გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალონ, - ნათქვამია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია დაესწრებიან.
გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებას მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:
,,თბილისის საკრებულო არის ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია დაიცვას ქალაქის ინტერესები და კომპეტენციების ფარგლებში, ქალაქის განვითარება უზრუნველყოს.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვენ ერთადერთი მოტივით- ჩაშალონ თბილისის საკრებულოს სხდომა, მოაწყონ ობსტრუქცია და კანონისმიერი გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალონ.
მათ ეს რამდენიმე დღის წინ საკუთარი ქმედებებითაც დაადასტურეს, როდესაც არასამართლებრივი და ძალისმიერი მეთოდებით საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს, ამავდროულად, მერიის წინ დააზიანეს შშმ პირთათვის განკუთვნილი ინფრასრუქტურა, იძალადეს სამართალდამცავებზე.
ისინი ამჯერადაც ღიად აანონსებენ საკუთარ მიზანს-ჩაშალონ საკრებულოს სხდომა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ წესრიგი, უზრუნველვყოთ საკრებულოს გამართული მუშაობა, თბილისის და თბილისელების უფლებების რეალიზება და შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას, შეაჩეროს პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.
აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედია - არავინ სხვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციებს და არეულობის მცდელობას.
ჩვენ გვაქვს თბილისელების მიერ მონიჭებული მანდატი, ვიზრუნოთ ქალაქზე და არავის აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, საზოგადოების წინააღმდეგ წავიდეს.
სწორედ საზოგადოების ინტერესების დაცვისა და საკრებულოს სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება.
მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკაონ დესტრუქციული ქმედებებისგან, პატივი სცენ თბილისს და თბილისელებს და საკრებულოს ნაკისრი ვალდებულებების კონსტრუქციულ გარემოში შესრულების საშუალება მისცენ.
აქვე დავუმატებ, რომ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ აღნიშნული პროექტების განხილვა და მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ!“
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03