უკან

პოლიტიკა

3 სექტემბერი, 2025 14:59
font-size

„მშვიდობიანი დამხობა იცით როგორი ტერმინია? “კეთილი სააკაშვილი”, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია - მამუკა მდინარაძე

პატარა ტურბულენციას შეეცდებიან, ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს და ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს

„მშვიდობიანი დამხობა იცით როგორი ტერმინია? “კეთილი სააკაშვილი”, დაახლოებით ასეთი ოქსიმორონია. არ შეიძლება სერიოზულად ასეთი ხალხის ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება. ეს არ არის დღეს გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ერთადერთი, პატარა ტურბულენციას შეეცდებიან. ჩვენი სამსახური იმისთვის არის, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურბულენტობები ქვეყანამ თავიდან აიცილოს. აქ არ არის იმის საფრთხე, რომ სერიოზული გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს. აქ საუბარია მაქსიმუმ იმის საფრთხეზე, რომ არ დააზიანონ მცირედით ეკონომიკა, ადამიანები არ გაანერვიულონ, იმის იქით ჯერ „დამხობა“ სიტყვა, მათი მოწოდება არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს. „დამხობა“ და „მშვიდობა“ ერთმანეთს გამორიცხავს.

როგორც იურისტი, მე ყურადღებას ამას იმდენად არ მივაქცევდი, როგორც ამ ხალხის სხვა განცხადებებს, სადაც უფრო აშკარად შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, რომ სახელმწიფომ გამართულად იფუნქციონიროს. ვიღაცას არ ჰქონდეს საშუალება პატარ-პატარა ტურბულენციებით ეროვნული ინტერესები დააზიანოს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთისგან პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ავტომატისმაგვარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის, ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს.

„ჩვენ არ ვიცით ზუსტად, თუმცა, ვარაუდი შეგვიძლია, რა პროვოკაციას და მის თანმდევ ცუდ შედეგს ასცდა გუშინ ქალაქი, თუ ქვეყანა. ჯერ მკაფიოდ არ შეიძლება ითქვას. ფაქტია, როდესაც ავტომატისმაგავარი შაშხანით გადაადგილდება ადამიანი დემონსტრანტებს შორის ადვილი სავარაუდოა, რომ რაღაც პროვოკაცია შესაძლოა იგეგმებოდეს, მაგრამ გამოძიება დეტალებში კითხვას გასცემს. რომ მივალ პირველი ამ საკითხით დავინტერესდები, სულ ახალი ამბავია“, - აღნიშნავს მდინარაძე.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი

4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივან

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:29

დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბან

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა,

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2025 , 19:28

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი, არ არსებობს არანაირი გამოგლეჯის, არც რამის გამოსწორების შანსი - მე არ წავალ არჩევნებზე და ვიქნები მშვიდობიან აქციაზე, - ამის შესახ

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე

3 ოქტომბერი, 2025 , 15:34

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიე

„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი

3 ოქტომბერი, 2025 , 15:25

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცუდი რეზოლუცია მიიღო, რადგან ევროპის ავტორიტეტს უტევს და ყოველგვარ ევროპულს დამიზნებით ესვრის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქ