უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟმა შეიძლება დატბოროს-გაანადგუროს რამდენიმე ქუჩა
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ მოუწოდა თბილისის მერიასა და საკრებულოს, შეაჩერონ ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე ქედის დემონტაჟი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით. ასოციაციის თქმით, დაუშვებელია სამშენებლო სამუშაოების ჩატარება მეწყერსაშიშ ზონაში, რადგან ის ქმნის კუს ტბის გამოჟონვისა და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების საფრთხეს.
„შეაჩარეთ!
დღეს დილიდან განახლდა მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟი, მრავალბინიანი კორპუსის აშენების მიზნით. ქედზე ისედაც, მუდმივად მიმდინარეობდა ნიადაგის ჩამოშლა და ქანების მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მეწყერმა, რომელიც ამავე ქედზე განვითარდა, ჭონქაძის ქუჩაზე გაანადგურა ბენზინ გასამართი სადგური და დახოცა ადამიანები. მშენებლობა არის უაღრესად საშიში, ვინაიდან ის მიმდინარეობს ხეობაში, რომელიც ყოველთვის იყო მეწყერსაშიში. საფრთხე შეექმნება არა მარტო ახალ კორპუსში შესახლებულ მოსახლეობას, არამედ წლების წინ აქ დაფუძნებულ მაცხოვრებლებს.
ქედის თხრის შედეგად იკვეთება, რომ მიწა სულ უფრო და უფრო ნესტიანი ხდება, რაც კუს ტბის სიახლოვით უნდა იყოს განპირობებული. ექსპერტების მოსაზრებით, არის საშიშროება კუს ტბის გამოჟონვისა და ჟვანიას/შატბერაშვილის/კეკელიძის ქუჩების დატბორვა-განადგურების.
ქედის მოშლის შედეგად, ხეობა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად, ბუნებრივად არეგულირებდა წყლის გატარებას თავსხმა წვიმების დროს, დაკარგავს წყალშემკრებ, წყალმარეგულირებელ და წყალშემკავებელ ფუნქციას. შედეგად, წვიმების დროს ნიაღვრის წარმოქმნის ალბათობა ხდება მაღალი, რაც განადგურებით ემუქრება ამ ქუჩებზე, წლების წინ გაშენებულ სახლებს და მოსახლეობას.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას შეაჩეროს უკანონოდ დაკანონებული მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს! მოვუწოდებთ, დარგობრივ ორგანიზაციებს "მწვანე ალტერნატივა", CENN-ჯგუფს, დამოუკიდებელ ექსპერტებს და სხვებს შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გამოაქვეყნონ შეფასებები საჯაროდ! @თბილისის მერია / Tbilisi City Hall @თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly მწვანე ალტერნატივა CENN“, - წერია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03