უკან

საზოგადოება

12 აპრილი, 2017 18:35
font-size

მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება - გრიგოლ გიორგაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა.

გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება.

„სახალხო დამცველის ანგარიშში სამინისტროს საქმიანობა პოზიტიურად არის შეფასებული. ბუნებრივია, რომ კვლავ რჩება გამოწვევები და ეს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ისევე როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრაქტიკულად, ყველა გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება. ჩვენთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ობიექტი დავხუროთ. ასევე შემუშავებულია გეგმა, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს მშენებლობის ტემპები, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახდეს და გაიზარდოს დევნილების შემოსავლის წყაროებზე მორგებული პროგრამების რაოდენობა. ეს ყველაფერი დაეფუძნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტურ და სამართლიან განაწილებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ