უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ივლისი, 2024 12:12
font-size

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე დაკავებული იქნა 2 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეო კამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის 26 ივლისს, სოფელ სუფსაში მცხოვრები მოქალაქეები ვ.ი. და ა.ი. ,სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

6 სექტემბერი, 2024 , 16:19

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამ

აფგან მუხთარლიმ სტრასბურგში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე მოიგო

5 სექტემბერი, 2024 , 15:24

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (ECHR) მოიგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე სახელმწიფოს ჯამში მისთვის

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პედოფილიასა და სექსუალურ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრი და მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება

4 სექტემბერი, 2024 , 12:20

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება. რ

საგამოძიებო სამსახურმა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია 32 წლის მამაკაცი

3 სექტემბერი, 2024 , 12:30

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინეს. დაკავებული სამეგრელოს რეგიონ

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აგვისტოში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის თერთმეტი ფაქტი გამოავლინეს

3 სექტემბერი, 2024 , 12:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2024 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარკირებას დაქვემდებ

ახალგაზრდა მამაკაცს თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს - ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს

2 სექტემბერი, 2024 , 13:16

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი