უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 აპრილი, 2019 13:30
font-size

მთავარი პროცესი წინ არის - „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი

სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, რის საფუძველზეც „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლოა, „ომეგა ჯგუფმა“ და ტელეკომპანია „იბერიამ“ მუშაობა განაახლონ.

„მუშაობის განახლებას რაც შეეხება, ამ ეტაპისთვის კომპანიის აქტივების რეალიზება არ მოხდება. ეს აკრძალვა დააწესა საერთაშორისო სასამართლომ. სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება. ეს იყო შუალედური გადაწყვეტილება, მთავარი პროცესი წინ არის. მთავარი პროცესის მსვლელობის განმავლობაში შესაძლებელია, რომ მუშაობა აღდგეს. საერთაშორისო სასამართლოს დასრულების შემდეგ არის შანსი, თანამშრომლებმა მუშაობა განაახლონ. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, მისი მუშაობის განახლება იგეგმება, უბრალოდ როდის მოხდება, ეს დამოკიდებულია „ომეგა ჯგუფის“ ფინანსურ მდგომარეობაზე. „ომეგა ჯგუფს“ უარი არასდროს უთქვამს კომპენსაციის გადახდაზე, თუმცა როდის მოხერხდება, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

შეგახსენებთ, პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა.

ოქუაშვილის ხმამაღალ განცხადებებს სადამსჯელო ღონისძიებები მოყვა. მას დავალიანება შეახსენეს და აქციზების მიწოდებაზე უარი უთხრეს. ამ დრომდე „ომეგა ჯგუფის“ სიგარეტის ფაბრიკა გაჩერებულია.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი